პრემიერი: მოსამართლეებისგან ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინე, გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა

10.04.23 14:00
პრემიერი: მოსამართლეებისგან ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინე, გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე "მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია" მოისმინა.

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ინფორმაცია "ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა", თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. 

„მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს“ - ამბობს მთავრობის მეთაური. 

მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ინფორმაცია მივიღე. ის მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან და საბჭოს წევრებისგან. ეს დახურული შეხვედრა იყო და ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.

იცით, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან ზედმეტ კონტაქტსაც კი ვერიდებით, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოსამართლეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.