ფრიდონ ინჯია 2008 წლის ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს
ფრიდონ ინჯია 2008 წლის ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ინჯია ის დეპუტატია, რომელიც კრემლის ნარატივს ერთი ერთში იმეორებს.
განცხადებაში წერს, რომ აცეკვა ჯორ ბუში. დიახ, აცეკვადა 2008 წელს ცეკვა-ცეკვით გაუფორმა საქართველოს მიწები რუსეთს. ხოლო, ჯონ მაკკეინის საარჩევნო პროგრამა ზუსტად რომ იყო აგებული 2008 წლის ომზე, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ დღეს ყველანი ქართელები ვართ.რომ არ ყოფილიყო 2008 წლის ომი, მაკკეინს ეს საშუალება არ ექნებოდა. მისი საარჩევნო კომპანია აი, ამაზე, ამ მიმართულებით არ იქნებოდა აგებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, - განაცხადა ინჯიამ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეპუტატი ინჯია და მისი თანაგუნდელები 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. თავდაპირველად ინიციატივა "ქართული ოცნების" წევრებმაც მოიწონეს.