მძიმე მდგომარეობაშია, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს - სამნიძე ხაბეიშვილზე
ლევან ხაბეიშვილი ადეკვატურ განცხადებებს არ აკეთებს, - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ენმ-ს თავმდჯომარის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს თვითმარქვია უწოდა.
სამნიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი მის თავმჯდომარეზეც აისახა.
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს, - თქვა დეპუტატმა.