მაბრალებთ, ჭანიას კაბინეტში არასდროს ვყოფილვარ! - მურუსიძე მოსამართლის შანტაჟზე

10.04.23 15:15
მაბრალებთ, ჭანიას კაბინეტში არასდროს ვყოფილვარ! - მურუსიძე მოსამართლის შანტაჟზე

სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამრთლე, დავით მგელიაშვილი ლელა ჭანიას კაბინეტში არასდროს დაუბარებია და არ დაუშანტაჟებია. 

"მაბრალებთ!" - უთხრა კლანის წევრმა "პირველების" ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, როდის ნახა მან მოსამართლე მგელიაშვილი და ბოლოს როდის იყო ის ჭანიას კაბინეტში. 

მურუსიძე ირწმუნება, რომ მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ჭანიას კაბინეტის კარი არასდროს გაუღია. "პირველების" კორესპოდენტმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს თხოვა, ვიდეო-ჩანაწერები ეჩვენებინა, რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ისე გაღიზიანდა, რომ შეკითხვის დასმა "უზნეობად" მონათლე: 

მიმაჩნია, რომ "ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტი, რაზეც მეკითხებით, ზუსტად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ვეუბნებოდით, რომ თუ თქვენ გინდათ სასამართლო სისტემაში რაიმე სიკეთე გააკეთოთ, ამ "ფეიკნიუსებს" ნუ აფინანსებთ მეთქი. 

თუ ვინმე ამ სამყაროში დამიდასტურებს, რომ მე დავით მგელიაშვილს, (შევხვდი) ალბათ, ბოლო კორპორაციულზე შევხვდებოდი. წყარო, ვინც თქვენ ამ ამბავს გაწოდებთ... ნამდვილად არ ვყოფილვარ საქალაქო სასამართლოში. ლელა ჭანიას კაბინეტში არასდროს ვყოფილვარ, ეს არის აბსურდი. ასეთი კითხვები არის უზნეობა. მაბრალებთ, მე წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები?! - აცხადებს მურუსიძე. 

"შაბათის ეთერს" წყაროს ცნობით, სასამართლოს კლანის სანქცირებამდე დაახლოებთ სამი კვირით ადრე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის ლელა ჭანიას კაბინეტში ლევან მურისიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლე, დავით მგელიაშვილი დაიბარა და კონკრეტულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღება მოსთხოვა. 

ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, კონფიდენტი ყვებოდა, რომ დავით მგელიაშვილის უარის შემდეგ, მოსამართლე აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა.