აზარაშვილმა ბათუმი გურიაში გადაიტანა - მინისტრის ნაჩქარევი პრეზენტაცია
მინისტრის ნაჩქარევი პრეზენტაცია - ამბოხებული მედიკოსების გასაჩუმებლად ზურაბ აზარაშვილის უწყებამ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" კონცეფცია შეცდომებით წარადგინა.
ექიმების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, რომ ახალი კლინიკის პროექტი ჯერ არ არსებობს და ახლა იწერება.
"ისე ეჩქარებოდა მინისტრს ახალი საავადმყოფოს პრეზენტაცია, რომ ბათუმი გურიაში გადმოიტანა"- აცხადებენ მედიკოსები.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პროექტიც ისეთივე ხარვეზებით არის შედგენილი, როგორც ეს კონკრეტული მაგალითი.