პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა - გახარია

10.04.23 16:56
პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და  ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა - გახარია

მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ტვიტერზე წერს. 

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საზოგადოება პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის მომსწრეა. 

მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით. ჩვენ ვართ მომსწრე პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის. ორივე - პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და შესაბამისად, ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა და გამიზნულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს"- წერს გახარია.