"პირველების" ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კალაძის გუნდი დატოვა და ამერიკაში მიემგზავრება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კალაძის გუნდი დატოვა და ამერიკაში მიემგზავრება. "პირველების" ინფორმაციით, კახა გვანცელაძე შტატებში ოჯახთან ერთად მიდის.
რა გახდა მიზეზი? - თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემებია. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მათი თქმით, გვანცელაძემ გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.
"მისი შვილის მომავლისთვის" - ამბობენ გვანცელაძის თანამშრომლები.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა, თუმცა ამერიკაში არ მიდის და საქართველოში რჩება.