პრეზიდენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ უნდა ჩამოართვას - ანა დოლიძე

10.04.23 17:31
პრეზიდენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ უნდა ჩამოართვას - ანა დოლიძე

ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ ჩამოართვას.

დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ - წერს პარტია „ხალხისთვის“’ ლიდერი.

„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.