"მიხედოს საკუთარ პარტიას" - ხაბეიშვილი ოპოზიციის ქარცეცხლში გაეხვა

10.04.23 20:14
"მიხედოს საკუთარ პარტიას" - ხაბეიშვილი ოპოზიციის ქარცეცხლში გაეხვა

"მიხედოს საკუთარ პარტიას" - ლევან  ხაბეიშვილი ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ენმ-ს თავმჯდომარეს რუსთაველის გამზირიდან გაკეთებული  განცხადება  პოლიტიკური  ფასი უკვე დაუჯდა.   ლევან ხაბეიშვილმა თვითმარქვია პარტიების გამოვლენა და, პრაქტიკულად, ოპოზიციის დაყოფა მოითხოვა, საპასუხოდ  კი  თავდასხმის მთელი სერია მიიღო.  ხაბეიშვილს უთხრეს, რომ პარტიაში არსებული კრიზისი მასზეც აისახა და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

რატომ წავიდა ხაბეიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ?   პარტიის თავმჯდომარის ხმაურიანმა განცხადებამ მისი თანამებრძოლებიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.  დღეს პარტიის წევრები იძულებული გახდნენ  თავმჯდომარის წინააღმდეგაც კი წასულიყვნენ და ემტკიცებინათ, რომ ხაბეიშვილის სამიზნე პროდასავლური ოპოზიცია არ ყოფილა.  

 გაასწორეთ კომპასი და კონცეტრირდით სააკაშვილის გათავისუფლებაზე, -ხაბეიშვილს მთავარი წინასაარჩევნო დაპირება დღეს მელიას ფლანგიდან შეახსენეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.