რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია - ხაბეიშვილმა და წითლიძემ ოპოზიციის გეგმები თავდაყიდა დააყენეს
ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ ოპოზიციის გეგმები პარლამენტში თავდაყირა დააყენეს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია. პარლამენტში ოპოზიცია 50 ხმის მობილიზებას ვეღარ შეძლებს.
მაშინ, როცა თითო ოპოზიციონერის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" ორმა დეპუტატმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველო დატოვა. ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ქვეყნიდან წავიდნენ, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმები ვერ გროვდება. არადა, წერილი ათონელის რეზიდენციაში დღეს დილით გაგზავნეს.
46 ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა, გამოიყენოს მისი უფლება და სხდომა დანიშნოს, რომელზეც ერთადერთი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს არის ერთდაერთი გზა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობისა და კორუფციის ფაქტები იქნეს გამოძიებული.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ სანქცირებული მოსამართლეების საქმეების, არამედ მთელი სისტემის მხილებას შეძლებს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ამერიკული სანქციების შემდეგ უამრავი ჯერ კიდევ დამოუკიდებელი მოსამართლე მზად არის, კლანური მმართველობის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
პრეზზიდენტის თანხმობის შემთხვევაში ოპოზიციას 50 ხმის მობილიზება დასჭირდება, რაც დღეს არსებული მდგომარეობით ვეღარ გამოვა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.