პრემიერი პრეზიდენტს არ ელაპარაკება - ზურაბიშვილმა "ოცნების" ფავორიტი მინისტრი დაბლოკა
პრემიერს პრეზიდენტისთვის არ სცალია. ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბიშვილს არ ელაპარაკება. ამასობაში კი პრეზიდენტმა პრემიერს კიდევ ერთი გეგმა ჩაუშალა. სალომე ზურაბიშვილმა "ოცნებას" ეროვნული ბანკის გაკონტროლების მექანიზმი ხელიდან გამოაცალა.
ორბელიანების სასახლეში დღეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საბჭოში ვაკანტურ პოსტებზე შესარჩევად გასაუბრება ჩატარდა. კანდიდატებს შორის არ აღმოჩნდა ლაშა ხუციშვილი. პრეზიდენტმა "ოცნების" ფავორიტი მინისტრი დაბლოკა.
უკვე მეორედ, საქართველოს პრეზიდენტი ფინანსთა მოქმედ მინისტრს ეროვნულ ბანკში მუშაობის დაწყებაზე უარს ეუბნება. ხუციშვილი "ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრია. მოქმედი მინისტრის მამა წლებია მმართველი პარტიის ფინანსებს განაგებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.