ქვეყანას კიდევ ერთი საჯარო მოხელე ტოვებს - კახა გვანცელაძე შტატებში მიდის
კიდევ ერთი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, რომელიც ქვეყანას ტოვებს - თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ოჯახთან ერთად ამერიკაში მიდის. მერიის მაღალჩინოსანმა განცხადება მოულოდნელად ერთი კვირის წინ დაწერა.
ოფიციალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გვანცელაძე, რომელიც ბაღების სააგანტოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, ინტერვიუში ქვეყნის დატოვების ფაქტს უარყოფს, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ოჯახს უკვე ნაყიდი აქვს ამერიკის ბილეთები და თვის ბოლოს შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.