13 წელი ლეხ კაჩინსკის დაღუპვიდან - ლევან ხაბეიშვილი ვარშავაშია

10.04.23 20:24
13 წელი ლეხ კაჩინსკის დაღუპვიდან - ლევან ხაბეიშვილი ვარშავაშია

ლევან ხაბეიშვილი  ვარშავაში ლეხ კაჩინსკის დაღუპვის 13 წლისთავთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღისნიძიებაზე იმყოფება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ანი წითლიძესთან, გიული ალასანიასთან, გიორგი ჩალაძესა და ანა ფოტიგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ზუსტად 13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი, იმ ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე- მარია და ათობით სხვა სამხედრო, სასულიერო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.  2008 წელს კაჩინსკი იყო ადამიანი, რომელიც მიუხედავად პუტინის მუქარისა და ბომბდამშენებისა საქართველოს ცაზე, მაინც იდგა ქართველ
ხახლთან ერთად. 
ქალბატონ გიული ალასანიასთან და გიორგი ჩალაძესთან ერთად ვიმყოფები ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე, სადაც ევროპარლამენტარ - ანა ფოტიგასთან ერთად პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის ცანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს წერილით მიმართა. მთავარ საკითხთად საგამოძიებო კომისიის შექმნა დასახელდა, რომლის მიზანიც სასამართლო კლანის საქმეების გამოძიება იქნება.

ოპოზიციის გეგმა ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ თავდაყირა დააყენეს, როდესაც მოულოდნელად ქვეყანა დატოვეს, რადგან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმები ოპოზიციაში ვეღარ მოგროვდება.