სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს

11.04.23 10:29
სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი „პრომეთეს ჯილდოს“ გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

„14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე.“, - ნათქვამია განცხადებაში.