"უპასუხისმგებლო საქციელია" - ოპოზიცია ხაბეიშვილს და წითლიძეს აკრიტიკებს
საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესის ცაგდების გამო ოპოზიცია ლევან ხაბეიშვილს და ანა წითლიძეს აკრიტიკებს. სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სანქცირებული მოსამართლეების კორუფციული გარიგებები უნდა შეესწავლა, დღეს რიგგარეშე სესიაზე უნდა შექმნილიყო, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.პრეზიდენტის მიმართვა სხდომის მიწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკან გაიწვია.
საგამოძიებო კომისიის კენჭისყრისთვის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატორები ამბობენ, რომ ვიდრე პრეზიდენტს წერილით მიმართავდნენ, მათ ერთმანეთთან შეხვედრები ჰქონდათ, სადაც კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების რაოდენობას ითვლიდნენ.
დეპუტატების ამ ნაბიჯს ოპოზიცია უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ყველა დეპუტატი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმართვას პრზიდენტის სახელზე, რომ საგანგებო სხდომა მოეწვია და იცის, რომ ეს სხდომა უნდა გაიმართოს 48 საათის განმავლობაში, გაურკვეველია, თუ არ აპირებს სხდომაზე დასწრებას, რატომ აწერს მაშინ ხელს საგანგებო სხდომის გამართვას? ამიტომ ბრალეულობის დადგენაზე აქ არი არის, საუბარია იმაზე, რომ არის უპასუხისმგებლო საქციელი, როდესაც შენ შენ ხელს აწერ მოთხოვანს საგანგებო სხდომის მოწვევაზე, როცა თურმე იცი, რომ აქ არ იქნები. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ან ფრაქცია არის პასუხისმგებელი კოორდინაციაზე, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის გადადების მიზეზი პარლამენტის ორი წევრის, ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძის კოლეგებთან შეუთანხმებლად საზღვარგარეთ ვიზიტი გახდა. დეპუტები პრეზიდენტ კაჩინსკის გარდაცვალებიდან 13 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო პროცესიას პოლონეთში ესწრებიან.