"გამოგონილი ისტერიაა" - წითლიძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
დეპუტატი ანი წითლიძე ოპოზიციის კრიტიკას "გამოგონილ ისტერიას" უწოდებს. ენმ-ს წევრის თქმით, ის, რომ მოცემულ მომენტში რიგგარეშე სხდომა ჩავვარდა, მხოლოდ ორგანიზატორების და ინიციატორების ბრალია.
გამოგონილი ისტერიაა, რაც ამ თემის გარშემო მოხდა. მე ვისურვებდი, რომ ისტერიის გარეშე შეეძლოთ გაერკვიათ ეს ყველაფერი მანამდე და ზოგადად, ასეთი საკითხები ასე არ ორგანიზდება ხოლმე. ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში პოლონური მხარის მოწვევით 10 დღის წინ იყო დაახლოებით დადგეგმილი, ამიტომაც ეს ცნობილი იყო. ორგანიზატორებს და ინიციატორებს მეტი კომუნიკაცია მართებთ ასეთ შემთვევაში, რაც ნამდვილად იყო პრობლემა, როგორც ჩანს და მეორე, უკაცრავად, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეიძლება ნებისმიერ დღეს. გარდა ჩემი და ლევან ხაბეიშვილისა, ასევე ჩემი ინფორმაციით, ორი დეპუტატი არ არის და ორი დეპუტატი არ იქნება თის ბოლომდე. ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. ეს არის ორგანიზატორების და ინიციატორების პრობლემა, რომლებსაც არასდროს პირადი კომუნიკაცია ჩემთან არ გაჭვირვებიათ როდესაც მსგავსი საკითხი დამდგარა, - ამბობს ანი წითლიძე.
ლევან ხაბეიშვილმა და ანი წითლიძემ ოპოზიციის გეგმები პარლამენტში თავდაყირა დააყენეს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა ანულირებულია. "ნაციონალური მოძრაობის" ორმა დეპუტატმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველო დატოვა, ამიტომ საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო 50 ხმა ვეღარ გროვდება.