ვინ არის ოლიგარქი? - პარლამენტი ენმ-ს მიერ ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი ოპოზიციის მიერ ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროეტის განხილვას იწყებს. ინიციატოვის ავტორი "ნაციონალურ მოძრაობაა".
პარტიის მიერ ინიცირებული პროექტი ტერმინის "ოლიგარქიული მართველობის" შემოტანას და ოლიგარქად ყველა იმ პირის გამოცხადებას ითვალისწინებს, ვინც ქვეყნის მმართველოაბში არაფორმალურად ერევა.
პირველი განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში დაიწყო.
განსაზღვრულია ამ კანონპროექტში ზუსტად ვინ არის ოლიგარქი იმიტომ, რომ ოლიგარქი არის ადამიანი, ვისაც აქვს ხელისუფლებაზე გავლენა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, იქ ძალიან კონკრეტულად იყო მითითებული, რომ სისტემური რეფორმების გარდა ცალკე კანონპროექტი ყოველთვის იქნება სტიგმატიზაციის საფუძველი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დეოლიგარქიზაცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ცალკე ყველა ინსტიტუტი იყოს დამოუკიდებელი და თავისთავად სასამართლოც იყოს დამოუკიდებელი, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კანონს მხარს დაუჭერენ, თუმცა მისი აღსრულების იმედი ნაკლებად აქვთ.
რაც არ უნდა კარგი კანონი იყოს იურიდიულად და სამართლებრივად იქნება აღსრულების პრობლემა, რატომ რაც ვენეციის კომისიამ თქვა, რომ სისტემური პრობლემა არის ოლიგარქია ქვეყანაში და მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან მარტო საკანონმდებლო ხელისუფლებაში გავლენას ვერ შევზღუდავთ, თუ სასამართლო ხელისუფლებაც არ გეხმარება ამ გადაწყვეტილებებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას, მაგრამ კანონი მაინც ისე არ იმუშავებს, როგორც საჭიროა, - ამბოლბს მანჯგალაძე.