რაგბის კავშირის გახმაურებული საქმე - სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

11.04.23 11:37
რაგბის კავშირის გახმაურებული საქმე - სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რაგბის კავშირის გახმაურებული საქმე - წელიწადნახევრიანი დავა დასრულებულია.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც საჯარო რეესტრთან დავას ეხებოდა.

აბუსერიძე ამბობს, რომ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

„არ დაგვიკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, დავა საჯარო რეესტრთან რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამას წინაპირობა და კითხვის ნიშნები ახლდა თან, იმიტომ, რომ პირველი მოსამზადებელი სხდომის შემდეგ გახლდათ ჩვენთან ნათია შიოშვილი მოსამართლე და არსებითი განხილვის წინ შეიცვალა მოსამართლე. თუ მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ რაღაც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება, არგუმენტები წარვადგინეთ სასამართლოს წინაშე. გავაგრძელებ, რა თქმა უნდა ,სამართლებრივ ბრძოლას.“ - ამბობს აბუსერიძე.

ირაკლი აბუსერიძე და მისი ადვოკატები დავის გაგრძელ;ებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ბუსერიძე მოითხოვდა, რომ საჯარო რეესტრს ოფიციალურად დაერეგისტრირებინა მისი კანდიდატურა. რაგბის კავშირში აბუსერიძემ 2020 წელს გაიმარჯვა და სწორედ ამიტომ ითხოვდა, რომ მისი კანდიდატურა ოფიციალურად გაეტარებინა საჯარო რეესტრს, თუმცა ეს მოთხოვნა მას არც რეესტრმა და არც საქალაქო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.