ბოდიში მოიხადონ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანიისთვის - ქადაგიშვილი
მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ამბობენ, რომ თამარ ჟვანია ბულინგის მსხვერპლია. უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს თამარ ჟვანია გააკრიტიკოს.
აღვირახსნილი კამპანია, რომელიც ოპოზიციამ აწარმოა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ და განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების ცესკოში შემოქმედები იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება, რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისა, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა