ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს - ISFED

15.05.21 14:32
ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს - ISFED

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და  რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები