პროტესტი 15 მაისის აქციის გაუქმების გამო - პარლამენტთან 1 კაციანი აქცია გაიმართა
ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 15 მაისის აქციის გაუქმების საპასუხოდ პარლამენტთან 1 კაციანი აქცია გაიმართა. "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტის თქმით, პარლამენტში შესვლა არ უნდა ნიშნავდეს აქციებზე უარის თქმას.
დღეს გაუქმებული აქცია არის დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არ აპირებს ახალი მექანიზმებით ებრძოლოს "ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს რომ ოპოზიცია ნებდება, არჩევს თბილი სავარძლებიდან "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას. თბილი სავარძლებიდან ოლიგარქ ივანიშვილს ვერ დაასრულებს, საჭირო არის თავდაუზოგავი ბრძოლა", - ამბობს აქციის ერთადერთი მონაწილე.
მსგავსი სიახლეები
28.10.26 14:37
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა