ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს
ბათუმის ბულვარში "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პროტესტის ნიშნად, კომენდატის საათი დაარღვიეს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა გააპროტესტეს.
ამ კომენდატის საათს არაფერი აქვს კავშირი ეპიდემიასთან. ეს შეზღუდვა ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ეკონიმიკას. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად მოვედით ბულვარში. ყველა ჩვენგანზე სისხლის სამართლის საქმეწბია აღძრული, მაგრამ მაინც ვდგავართ ქუჩაში და მაინც ვაპროტესტებ იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაშია. ვაპროტესტებთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას და დაპატიმრებას", - აღნიშნეს სამოქალაქო აქტივისტებმა.
აქტივისტებმა კომენდატის საათი ისე დაარღვიეს და ბულავრში მსვლელობა ისე გამართეს, რომ ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.