ღარიბაშვილის მრჩეველი ახალ სკანდალში - სესიაშვილს ქისტი ბიზნესმენი მუქარაში ადანაშაულებს
პრემიერ ღარიბაშვილის ახალი მრჩეველი ახალ სკანდალში ეხვევა. ირაკლი სესიაშვილს ქისტი ბიზნესმენი, ჯაბრაილ ხანგოშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს.
ჯაბრაილ ხანგოშვილი ამტკიცებს, რომ მას სესიაშვილი მოსკოვში გადაღებული ვიდეომასალით აშანტაჟებს.
ხანგოშვილის ვარაუდით, არაა გამორიხული მას ბრალი ტერორირზმის მუხლით ბრალი წაუყენონ.
ხანგოშვილი ამბობს, რომ შანტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვ პირველის შაბათის ეთერში ღიად ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დარეკეტებაზე. ხანგოშვილის თქმით, ამის შემდეგ მას სესაშვილი მის შვილს შეხვდა და დაემუქრა.
ჩვენი საერთო მეგობრები და ჩემი უმცროსი შვილი შეხვდნენ ირაკლის, ირაკლიმ ჩემ შვილს ჰკითხა შენ იცი მამაშენი მოსკოვში რომ დადის ვის ხვდებაო, არაბ ტერორისტებსო. ჯერ ერთი თუ ის არ არის შეკრული რუსულ ფე-ეს-ბესთან ეგ მისი საქმეა, მაგაზე სანამ სული მიდგას მაგას არ დავივიწყებ, პასუხი ექნება გასაცემი, ალბათ იფიქრა შეეშინდება. შანტაჟი იყო სხვას რას უნდა მივაწერო" - ამბობს ხანგოშვილი ტვ პირველთან.
ხანგოშვილი თელავის ბაზრის წარმთმევას ხელისუფლების, მათ შორის კი ირაკლი სესიაშვილის პირად ინტერესებს უკავშირებდა და ამაზე ტვ პირველის შაბათის ეთერში ღიად ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ თელავის ბაზრის საქმეზე სასამართლოში დავა მესამე წელია მიმდინარეობს.