"თბილისის მერიამ რუსული ვაგონები იყიდა" - ელენე ხოშტარია კალაძის დასანქცირებას ითხოვს
ოპოზიცია "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. სანქციები უნდა გავრცელდეს კახი კალაძეზეც. ამ საკითხის შესახებ განცხადება, დღეს ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
"დროას" ლიდერმა ბრიფინგზე ის დოკუმენტებიც გაასაჯაროვა, რომლითაც პოლიტიკოსის განცხადებით დასტურდება, რომ მერმა რუსული მეტროს ვაგონები იყიდა და ამ ქმედებით აგრესორი ქვეყანა დააფინანსა, ამიტომ ხოშტარია კალაძის დასანქცირებას ითხოვს. ამ მოთხოვნით კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს.
"სტატიები იწერება, "ლემონჩი" "ფაინენშელ თაიმსში", "პოლიტიკოში", სადაც პირდაპირ საუბარია, რომ რუსეთის სამეზობლო და კონკრეტულად საქართველო გამოიყენება, როგორც რუსეთის სანქციების თავიდან არიდების ხვრელი. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გარდა საერთაშორისო სტატიებისა, ეს არის "მაგფოლის", რომელსაც ჩაბარდა საერთაშორისო ჯგუფი აი ეს არის დოკუმენტი, საერთაშორისო ჯგუფის სანქციების, რომლებიც აქვეყნებენ მუდმივ ანალიზს და სამოქმედო გეგმებს. ამ დოკუმენტში პირდაპირ მოყვანილი არის კახი კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვა, სადაც იყიდეს რუსული ვაგონები. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც სახსრების რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები, ეს სანქციები იყოს პერსონალური. - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.