კრემლზე, სავარაუდო, დრონებით თავდასხმით რუსეთი უკრაინაში ომის გამართლებას ცდილობს - ვენისლავსკი

03.05.23 18:23
კრემლზე, სავარაუდო, დრონებით თავდასხმით რუსეთი უკრაინაში ომის გამართლებას ცდილობს - ვენისლავსკი

უკრაინის რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფიოდორ ვენისლავსკი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში კრემლზე, სავარაუდო, დრონებით თავდასხმას რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს.

მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც პუტინის სისხლისმღვრელ ომს აპროტესტებს უკრაინაში, ამიტომაც  ახლა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ცდილობს გაამართლოს ომი უკრაინელების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ახლა ცდილობს გაამართლოს მისი ომი უკრაინელების წინააღმდეგ, რა დროსაც იღუპებიან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და მეორეს მხრივ, ასეთი ხერხით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს დაუსაბუთოს, რატომ გაჩაღა ეს ს8ისხლისმღვრელი ომი. იმიტომ, რომ თქვენ კარგად იცით, რომ რუსეთსი იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც კატეგორიულად უკმაყოფილოები არიან პუტინის ომით უკრაინაში. ისინი წინააღმდეგები არიან უკრაინელების მკვლელობის, რომლესაც პუტინი სჩადის. ახლა რუსეთის ხელისუფლება იმკის იმას, რაც თავად დათესა". - ამბობს ვენივსლავსკი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, ოფიციალურმა კიევმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.