კრემლზე სავარაუდო თავდასხმით, შესაძლოა, რუსეთს აჩვენეს, რომ მათი ცა დაცული არ არის - უკრაინელი პოლოტოლოგი
უკრაინელი პოლიტოლოგი მაქსიმ ჟიგუნი ამბობს, რომ კრემლზე, სავარაუდო, დრონებით თავდასხმა შესაძლებელია უკრაინის მიერ რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული ველის შენჯღრევის მცდელობა იყოს, თუმცა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იმასაც ამბობს, რომ ეს შეიძლება ვინმე რუსი კეთილი აქტივისტის თავდასხმასაც უკავშირდებოდეს.
პოლიტოლოგის თქმით, ეს ფაქტი იყო იმის მცდელობა, რომ რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი ცა დაცული არ არის და შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ისინი თავდასხმის ობიექტები გახდნენ.
კრემლი, ეს არის სიმბოლო რუსეთის დიდების, ამიტომ ამ სიმბოლური ადგილის იერიში დრონებით, არ მგონია, რომ რეალისტური. ვფიქრობ, რომ თუნდაც ეს კადრები ძალიან დიდ შიშს გამოიწვევდა რუსულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ისინი ახლა ისედაც უკრაინის თავდასხმის შიშის ქვეშ არიან. რაც შეეხება ამ კადრებს, ეს შეიძლება იყოს უკრაინის ერთგვარი მცდელობა, შეანჯღრიოს რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული ველი, რითაც აჩვენებს, რომ ის არ აპირებ დანებებას. ეს შეიძლება იყოს ვინმე რუსი კეთილი აქტივისტის თავდასხმა. ასეთი ადამიანების რიცხვი არ შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ ასეთი ადამიანები შეიძლება არსებობდნენ. შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ უკრაინა ყიდულობს ბევრ უპილატო საფრენ აპარატს, მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები რუსეთში, რომელსაც ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა.
მე ეჭვი მეპარება, რომ პუტინს შეეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა, ვფიქრობ, რომ ეს იყო სიმბოლური თავდასხმა, რათა რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი ცა არ არის დაცული და მათი საჰაერო უსაფთხოების სისტემები იდეალურად არ მუშაობს და შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ისინი გახდნენ თავდასხმის ობიექტები, უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც ყოველდიურად აძლიერებს მის საჰაერო თავდაცვას ". - ამბობს პოლიტოლოგი.
პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, ოფიციალურმა კიევმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.