კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებდა - ბრალდებებზე "ოცნება" დუმს

03.05.23 20:07
კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებდა - ბრალდებებზე "ოცნება" დუმს

რუსულ პროვოკაციას "ქართული ოცნება" დუმილით პასუხობს. არადა ბრალდებები უმძიმესია. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად უკრაინა საქართველოს ტერიტორიას იყენებდა.

საუბარია ელექტროქურებზე, რომლებშიც "ეფ ეს ბეს" ინფორმაციით ბრიტანული ბომბები იყო ჩამონტაჟებული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყირიმში უნდა აეფეთქებინათ.  რუსულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ის მარშრუტიც, თუ როგორ ხვდებოდა ასაფეთქებელი ქურები მათ ტერიტორიაზე თურქეთისა და საქართველოს გავლით.  კრემლი ამტკიცებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები რუსეთში ლარსის გავლით შედიოდა.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.