"ალტ-ინფო" კიდევ ერთი გამარჯვების მოლოდინში - "ოცნება" რადიკალთა ჯგუფის კანონპროექტის დასამტკიცებლად ემზადება

03.05.23 20:22
"ალტ-ინფო" კიდევ ერთი გამარჯვების მოლოდინში - "ოცნება" რადიკალთა ჯგუფის კანონპროექტის დასამტკიცებლად ემზადება

ალტ-ინფო კიდევ ერთი გამარჯვების მოლოდინში.  ქართული ოცნება რადიკალთა ჯგუფის  კანონპროექტის დასამტკიცებლად ემზადება. კოკა მორგოშია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია მათ დაკვეთას შეასრულებს და მწვანე შუქს აუნთებს კანონს, რომელიც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და აქციებში მონაწილეობისთვის ადამიანებს პატიმრობისთვის გაიმეტებს.

მორგოშია ფიქრობს, რომ საპარლამენტო გუნდსა და მათ შორის შუამავალი  ქვეყნის პრემიერი  იქნება, რომელიც რადიკალების იდეოლოგიასთან ძალიან ახლოს დგას. ამიტომ კანონის დამტკიცებასაც ხელს ვერავინ შეუშლის. რადიკალების ლიდერის ამ აღიარების შემდეგ კი "ქართულმა ოცნებამ" დღეს უკან დაიხია.   თუ მმართველი გუნდი მანამდე კანონის მიღებას აანონსებდა, დღეს თქვეს, რომ პროექტს არ დაამტკიცებენ. თუმცა წინ საკანონმდებლო პროცედურებია, რომელიც  არავინ იცის გარანტირებულად რა შედეგით დასრულდება.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.