ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, რომელ პარტიას შემოხაზავს - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

03.05.23 20:27
ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, რომელ პარტიას შემოხაზავს - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, რომელ  პარტიას შემოხაზავს. უნდობლობის ასეთი მასშტაბი და ასეთი მძიმე პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში პრაქტიკულად არ ყოფილა. "ენ დი აის" კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  მოქალაქეების უმრავლესობას არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს.  ანტირეკორდი მოხსნა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც რეიტინგს განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და სოფლის მოსახლეობაში კარგავს. 

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაშიც. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა  5 პროცენტი ენდობა. დანარჩენი პარტიების მონაცემები კი იმდენად დაბალია, რომ კვლევის ტაბლოებზე ციფრებშიც კი ვერ აისახა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში თავდაყირა დგას.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.