დღეს ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - მიხეილ სააკაშვილი

03.05.23 20:11
დღეს ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - მიხეილ სააკაშვილი

დაპატიმრებული პრეზიდენტი საკნად ქცეული პალატიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ წაქცევის დროს თავი მაგიდას დაარტყა და რომ არა ექთნების დროული მოქმედება, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.
გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის  გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. 
დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.
მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება.