სრული უნდობლობა ხელისუფლებას - NDI-ის კვლევაში მოსახლეობის გაუსაძლისი ეკონომიკური პრობლემებიც მოხვდა
სრული უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. "ენ დი აის" კვლევაში მოსახლეობის გაუსაძლისი ეკონომიკური პრობლემებიც მოხვდა. გამოკითხულებიდან ყოველ მეორეს არ სჯერა, რომ "ქართული ოცნება" მათი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
გამოკითხული ოჯახების 34 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში მათი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. საგანგაშოა ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვიც. ყოველი მეეექვსე გამოკითხული საქართველოდან გარბის. საგანგაშო სტატისტიკაზე ხელისუფლების არგუმენტი კიდევ უფრო საგანგაშოა. საზღვრები გახსნილია და ხალხი უკეთეს ქვეყნებში მიდის - ანუ პრაქტიკულად ღიად აღიარებენ, რომ მათი მმართველობის დროს უმძიმესი ეკონომიკური ვითარება შეიქმნა და მოსახლეობა იძულებულია ქვეყანა დატოვოს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.