ღარიბაშვილის ახალი სკანდალი და Meta-ს წაშლილი ანგარიშები - "მედიის ადვოკატირების კოალიცია" განცხადებას ავრცელებს

04.05.23 10:44
ღარიბაშვილის ახალი სკანდალი და Meta-ს წაშლილი ანგარიშები - "მედიის ადვოკატირების კოალიცია" განცხადებას ავრცელებს

ღარიბაშვილის ახალი სკანდალი და Meta-ს წაშლილი ანგარიშები - "მედიის ადვოკატირების კოალიცია" განცხადებას ავრცელებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია, დაიცვას მედიის უფლებები და შექმნას  უსაფრთხო სამუშაო და პლურალისტური გარემოს პირობები. 

"აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას", - წერს კოალიცია. 

ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა - Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.

შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.

Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.