სააკაშვილი „ლუქს“ პალატაშია და იქ რკინის მაგიდა არ დგას, გონების კარგვა არ ყოფილა - ჩხაიძე

04.05.23 12:12
სააკაშვილი „ლუქს“ პალატაშია და იქ რკინის მაგიდა არ დგას, გონების კარგვა არ ყოფილა - ჩხაიძე

"ვივა მედი" სააკაშვილის გონების კარგვას არ ადასტურებს. მეტიც, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ დაპატიმრებული პაციენტი „ლუქს“ პალატაშია და იქ რკინის მაგიდა არ დგას, ამიტომაც კლინიკური დირექტორის თქმით, სააკაშვილი რკინის მაგიდას თავს ფიზიკურად ვერ დაარტყამდა.

ჩხაიძის თქმით, კამერის ჩანაწერებში, სადაც გულის წასვლის და თავის დარტყმის ეპიზოდი არ ჩანს.

"პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. ყველა პარამეტრი ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ რესპირატორული ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით, როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის მიერ და არც ექიმის მიერ იმიტომ, რომ  საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა და როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია.

პაციენტის გადმოცემით იყო გონების კარგვა, ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყობ. არსებობს ჩანაწერები. რაც შეეხება რკინის მაგიდას, პაციენტი, რომელიც იმყოფება "ლუქს" პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. არანაირი დაზიანება არ ეტყობა გარეგანი დათვალიერებით, არანაირი დაზიანების კვალი არ არის. არსებობს იქ კანონიერად ჩაწერა. არსებობს კადრები და შეგიძლიათ მიმართოთ, ნახოთ.

კადრების გავრცელება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩაწერას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულება. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს. როგორც გითხარით რკინის მაგიდა ფიზიკურად იმ სივრცეში არ არის"- განაცხადა ჩხაიძემ. 

რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევის შეგრძნება.  მისი თქმით, ისევ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება.

ჩვენ ვერ ვახერხებთ, ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა იმიტომ, რომ პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. ხდება მის მიერ უარის გაცხადება, გრძელდება, სამკურნალო დანიშნულების შესრულებაზე, ასევე კვების რაციონი, არაერთხელ გვქონდა საუბარი, მასთან, ოჯახის წევრებთანაც, რომ გაფართოებულიყო ეს მოტანილი საკვების რაციონი, კალორაჟი, რომ მომატებულიყო, მაგრამ არაფერი არ იცვლება არის მინიმალური რაოდენობა, შემცველობა კალორაჟის დაახლოებით 400კილო კალორაჟი, რომელიც არის ძალიან მცირე და არასაკმარისი. აქედან გამომდინარე მას აქვს ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, იქნება წონასწორობის დაკარგვის მომენტებიც და ეს მოსალოდნელიც იყო. პაციენტი, როგორც გითხარით, აგრძელებს და უარს აცხადებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე, იღებს მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას" - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.