NDI-ის კვლევამ ოპოზიციური გაერთიანების აუცილებლობა აჩვენა - ბეჟაშვილი

04.05.23 12:33
NDI-ის კვლევამ ოპოზიციური გაერთიანების აუცილებლობა აჩვენა - ბეჟაშვილი

NDI-ის კვლევის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის გაერთიანების საჭირობას ხედავს.

ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ენმ-ს კრიტიკის ნაცვლად, ჯობია დრო "ოცნებისა" და ვანიშვილის კრიტიკას დაუთმონ.

"არსებული შედეგებიდან გამომდინარეც კი თვალსაჩინო არის, რომ აუცილებლობა შეიქმნას სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანება იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოხდეს "ქართლი ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ოპოზიციურმა პარტიებმა ნაკლებად უნდა აკრიტიკონ მთავარი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და უფრო მეტი დრო დაუთმონ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას" - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

 "ენ დი აის" კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  მოქალაქეების უმრავლესობას არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს.  ანტირეკორდი მოხსნა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც რეიტინგს განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და სოფლის მოსახლეობაში კარგავს. 

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაშიც. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა  5 პროცენტი ენდობა. დანარჩენი პარტიების მონაცემები კი იმდენად დაბალია, რომ კვლევის ტაბლოებზე ციფრებშიც კი ვერ აისახა