LGBT პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით თავს გვახვევენ ყალბ ფასეულობებს - პრემიერი
თავს გვახვევენ ყალბ ფასეულობებს LGBT პროპაგანდით, ბავშვებისათვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი. ე.წ. სიახლეების იძულებით, ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტენ.
როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას, სწორედ ტრადიციული ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის, დაკანონების მცდელობით. ასეთი. ე.წ. სიახლეების იძულებით, ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტენ. ასეთი ადამიანის მართვა, ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, უფესვები ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომ ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური კონსერვატიული ფასეულობებია". - განაცხადა ღარიბაშვილმა.