ბუდაპეშტში ოჯახის სიწმინდეზე საუბარს, პრემიერს ურჩევნია იმ დედებს შეხვდეს, მისი კაბინეტის წინ ღამეებს რომ ათევენ - ნაცვლიშვილი

04.05.23 13:48
ბუდაპეშტში ოჯახის სიწმინდეზე საუბარს, პრემიერს ურჩევნია იმ დედებს შეხვდეს, მისი კაბინეტის წინ ღამეებს რომ ათევენ - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებს რომ ბუდაპეშტში ოჯახის, დედების და ბავშების სიწმინდეზე საუბარს, 20 ნაბიჯი გადმოდგას თავისი კაბინეტიდან და მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მერამდენე ღამე გათენებულ დედებს შეხვდეს, რომლებიც აქონდროპლაზიის მქონე შვილებისთვის პრემიერს წამალს სთხოვენ და მასთან შეხვედრას დღეებია უშედეგოდ ითხოვენ.

"საუბარს ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე და აი ასეთ კარგ რაღაცებზე, მაგაზე ბუდაპეშტში საუბარს ურჩევნია, რომ 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ მეორე კვირაა დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებულნი არიან ღამე ათიონ კანცელარიის წინ, მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება და გაიგონო, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს. აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს დედებს, ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს ეს არის მორიგი სიყალბე" - ანა ნაცვლიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ოჯახის სიწმინდეზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი რწმენით, ოჯახის სწიმინდით და ტრადიციებით ჩვენს სუპერძალას ვფლობთ.