შეგვიძლია ღარიბაშვილისგან ვისწავლოთ, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება - ორბანი

04.05.23 13:21
შეგვიძლია ღარიბაშვილისგან ვისწავლოთ, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში ღარიბაშვილი შეაქო და თქვა, რომ უნგრეთმა მისგან უნდა ისწავლოს თუ როგორ უნდა იცხოვროს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ისე, რომ შეინარჩუნოს ღირებულებები.

"ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ  უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს." - თქვა ორბანმა