"თურმე ის, რომ დედა დედაა და მამა მამა, ეს ძალადობის წახალისებაა" - ღუდუშაური ღარიბაშვილს ამართლებს

04.05.23 13:31
"თურმე ის, რომ დედა დედაა და მამა მამა, ეს ძალადობის წახალისებაა" - ღუდუშაური ღარიბაშვილს ამართლებს

ირაკლი ღარიბაშვილის ძალადობის წახალისებით და რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედების მცდელობით სავსე გამოსვლას კონსერვატორების შეკრებაზე მმართველი გუნდი ამართლებს.

ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ დიახ ოჯახში დედა დედაა და მამა მამაა და პრემიერის გამოსვლა ნამდვილად ღირსეული იყო. 

"თურმე ის, რომ დიახ დედა დედაა და მამა მამა არის ეს, თურმე არის წახალისება ძალადობისა, რაღაც სხვისა, როგორც გნებავთ ისე ჩათვალეთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, დიახ, დედა ნამდვილად დედა არის და მამა ნამდვილად მამა არის. ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო, მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ მინისტრის გამოსვლა. ეს ვინმეს ეწყინა ეტკინა, ზოგმა ცივი წყალი დალიოს, ზოგმა კიდევ თავის თავში იპოვოს სივრცე და ადგილი, არა ბოროტებას, სიკეთე, ერთობა, სიყვარული, ქვეყნის სიძლიერე. რეალურად ჩვენი ქვეყანა დგას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც არის რწმენაზე, რომელიც არის ოჯახის სიწმინდეზე. ჩვენ ვართ შემწყნარებლები, ჩვენ ვცემთ ყველას აზრ პატივს. ბუნებრივია ეს არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე ჯგუფმა და მითუმეტეს ამ შემთხვევაში გნებავთ, რომელიმე თუნდაც  უმცირესობის ჯგუფმა გადაფაროს უმრავლესობის ნება" - ამბობს ალუდა ღუდუშაური.