"ნორმალურ საზოგადოებაში მთავრობა გადადგებოდა!" - მკვლევარი ღარიბაშვილის ყალბი გვერდების სკანდალზე
ყალბი ანგარიშები, რომელსაც პრემიერის ადმინისტრაცია სახელისუფლებო ნარატივის გასავრცელებლად - მკვლევარები გაუქმებული ანგარიშების უკან კრემლის ხელწერა დაინახეს.
მედია მკვლევარი, სოფო გელავა "პირველებთან" ამბობს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ სკანდალის შემდეგ, პრემიერი გადადგებოდა.
მისი თქმით, მთავრობამ დეზინფორმაციულ კამპანიაში 100 ათას ლარამდე დახარჯა.
გელავა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ სტრატკომი თავის დროზე დასავლური დაფინანსებით შეიქმნა. დღეს კი ეს სამსახური გარდაიქმნა ჯგუფად, რომელიც დასავლეთს ებრძვის.
"პრობლემა არის არა იმაში, რომ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი გაავრცელოს, პრობლემა არის იმაში, რომ ამას აკეთებს არააფტენტურად, ანუ არღვევს ფეიფბუქის წესებს და მომხმარებლები შეჰყავს შეცდომაში.
გვყავს ხელისუფლება, რომელიც რეალურად იმეორებს რუსულ მეთოდებს, როგორ ებრძოლოს კრიტიკულ აზრს ქვეყანაში.
100 ათას ლარამდე იყო დახარჯული ამ დისკრედიტაციის მასკრედიტირებელი პოსტების და დეზინფორმაციის დაფინანსებაში და ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის მინიმალური თანხა, რაც ამ ყველაფრის უკან დგას.
სტრატკომები თავის დროზე შეიქმნა დასავლური დაფინანსებით და დასავლეთის მხარდაჭერით და ახლა ვხედავთ, რომ ეს სტრატკომები ტრანსფორმირდა დეზინფორმაციულ ჯგუფებად, რომელიც ასევე დასავლეთს ებრძვის.
ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი რამე, რომ მოხდეს, აუცილებლად მინიმუმ მთავრობა გადადგება და ირაკლი ღარიბაშვილი აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამ რეალობაში ძალიან რთულია იმაზე საუბარი ზოგადად, აი რა ტიპის საინფორმაციო ოპერაციებს და დეზინფორმაციას მოიფიქრებს ამის საპასუხოდ"- აცხადებს მკვლევარი.
ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა - Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.
შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.
Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში.