მაგიდა რკინის მილებისგანაა გაკეთებული, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება - სააკაშვილის ადვოკატი

04.05.23 14:11
მაგიდა რკინის მილებისგანაა გაკეთებული, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება - სააკაშვილის ადვოკატი

მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ის პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი კლინიკაში შეიყვანეს - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორის საპასუხოდ განაცხადა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ " ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი"

მისი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. ჩვენ ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებს სასამართლო პროცესებზე, იტყუებიან აბსოლუტურად ყველაფერს. კადრები, რაც არის დაკავშირებული გუშინდელი გონების კარგვასთან დაკავშირებით, ამას გამოვითხოვოთ, მივმართავთ სასამართლოს" -  განაცხადა შალვა ხაჭაპურიძე.

 კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.