პუტინის მოკავშირე ორბანის მიერ ღარიბაშვილის ქება - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

04.05.23 15:07
პუტინის მოკავშირე ორბანის მიერ ღარიბაშვილის ქება - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

პუტინის მოკავშირე პოლიტიკოსის მიერ ღარიბაშვილის ქებამ, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ამ განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია.

გია ვოლსკი ამბობს, რომ აგრესორი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება საფრთხისშემცველია და რუსეთის მხრიდან პროვოკაციები ნებისმიერ წუთსაა მოსალოდნელი. 

"საკვირველია ასეთ მეზობელთან ცხოვრება, არათუ რთულია, არამედ ძალიან დიდი საფრთხისშემცველია და რუსეთის აგრესიული გეგმები შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, როდესაც მისი ეს აგრესიული სტრატეგიის ამოცანა, ამოცანად იქნება დასახული. პატარა ქვეყნისთვის წინააღმდეგობის გაწევა აგრესორისთვის საკმაოდ რთულია, თუ მას არ ჰყავს ძალიან მტკიცე მოკავშირეები, რომლებიც მის უსაფრთხოებას იცავენ. სიტყვა "ჩრდილში" აგრესიულ მეზობელთან ცხოვრება, ეს ის ინტერპრეტაციებია, რომელიც ხალხთან გამოიყენა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რაღაცა მიზნით" - ამბობს გია ვოლსკი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში ღარიბაშვილი შეაქო და თქვა, რომ უნგრეთმა მისგან უნდა ისწავლოს თუ როგორ უნდა იცხოვროს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ისე, რომ შეინარჩუნოს ღირებულებები.