ღარიბაშვილს ორბანმა უთხრა, რომ რუსეთის სატელიტი სახელმწიფო ვართ და მას ეს არ გაუპროტესტებია - სამადაშვილი

04.05.23 15:16
ღარიბაშვილს ორბანმა უთხრა, რომ რუსეთის სატელიტი სახელმწიფო ვართ და მას ეს არ გაუპროტესტებია - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ორბანმა უთხრა, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი სახელმწიფოა და ქვეყნის პრემიერს ეს არ გაუპროტესტებია.

სამადაშვილს ორბანისგან აღნიშნული განცხადება არ გაკვირვებია, რადგან მისი თქმით, ღარიბაშვილმა ზუსტად იცოდა სადაც მიდიოდა და ისიც ლოგიკური იყო ორბანისგან რაც მოისმინა.

"რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ რუსეთის სატელიტი სახელმწიფო და ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა იმ თავშეყრაზე, სადაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის სატელიტი უნდა იყოს უკრაინა, საქართველო და დასავლეთი არ უნდა შევიდეს ზედმეტ დაპირისპირებაში რუსეთთან ჩვენს გამო. ამიტომ, იქ სადაც ჩავიდა ლოგიკური იყო, რაც მოისმინა. მას უთხრეს, რომ თქვენ ხართ რუსეთის სატელიტი სახელმწიფო მას ეს არ გაუპროტესტებია პირიქით დაადასტურა თავისი მონაწილეობით ამ ფორუმში რომ ის საკუთარ თავს ასეთად განიხილავს" - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში ღარიბაშვილი შეაქო და თქვა, რომ უნგრეთმა მისგან უნდა ისწავლოს თუ როგორ უნდა იცხოვროს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ისე, რომ შეინარჩუნოს ღირებულებები.