საქართველოში ნებისმიერი სახის უმცირესობის უფლება დაცულია - ვოლსკი

04.05.23 15:12
საქართველოში ნებისმიერი სახის უმცირესობის უფლება დაცულია - ვოლსკი

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის უმცირესობა საქართველოში დაცულია. 

ვოლსკის თქმით, "არც უმრავლესობამ და არც უმცირესობამ ერთმანეთის საწინააღმდეგო განზრახ ნაბიჯები არ უნდა გადადგას რათა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს". 

"საქართველოს ტრადიციად მოსდევს ნებისმიერი უმცირესობის დაცვა. განსაკუთრებით სამართლებრივ სივრცეში, რომელიც დღეს შეიქმნა. არც უმრავლესობამ და არც უმცირესობამ ერთმანეთის საწინააღმდეგო განზრახ ნაბიჯები არ უნდა გადადგას რათა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს, ეს იყო მთავარი აზრი, იმ გაცხადებისა, რაც გააკეთა პრემიერ მინისტრმა. ნებისმიერი უმცირესობა LGBT თემი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი სახის უმცირესობა დაცულია კანონით" - გია ვოლსკი.

მეტიც, ვოლსკის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური ძალის "არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც პრემიერმა ისაუბრა": 

არსი პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღეს არის მმართველობაში, სწორედაც ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა არის პრორუსულობის მაჩვენებელი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც რეალურად ასე ფიქრობს. არა მარტო ადამიანის ტრაგედია, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრების წარმოჩენა. 

უნგრეთში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავი უმრავლესობის პრემირად გამოაცხადა და მოქალაქები დაახარისხა.