ვერ მივცემთ უფლებას, უმცირესობის ნარატივი გაგრძელდეს და უმრავლესობაზე იბატონოს - ყაველაშვილი ღარიბაშვილს იცავს

04.05.23 15:25
ვერ მივცემთ უფლებას, უმცირესობის ნარატივი გაგრძელდეს და უმრავლესობაზე იბატონოს - ყაველაშვილი ღარიბაშვილს იცავს

 ანტიდასავლური დაჯგუფების, "ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

დეპუტატი ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი "ქართული ოცნების" პირობებში მიიღეს, თუმცა ქივე აცხადებს, რომ ვერავის ვერ მისცემენ უფლებას, უმცირესობის ნარატივი გაგრძელდეს და უმრავლესობაზე იბატონოს: 

დიახ, ქართული ოცნების პირობებში იქნა მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, დიახ, ჩვენ კანონით ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის უფლებები საქართველოში. სწორედ ამას ითვალისწინებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემდეგ მოაყოლა, რომ ვერ მივცემთ ვერავის უფლებას, რომ უმცირესობის ნარატივი გაგრძელდეს და უმრავლესობაზე იბატონოს. დღეს არის საშიშროება, სადაც რიგი არის ქვეყნებში, სადაც უნდათ, რომ ეს სახელწოდება წაშალონ და მშობელი ერთი და მშობელი ორით მოიხსენიონ" - მიხეილ ყაველაშვილი.

უნგრეთში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავი უმრავლესობის პრემირად გამოაცხადა და მოქალაქები დაახარისხა.