ნაციონალური მოძრაობა შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება

04.05.23 15:52
ნაციონალური მოძრაობა შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება

ნაციონალური მოძრაობა შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება - პარტიული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა რაიონში საარჩევნო პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

პარტია რაიონული ორგანიზაციების თავმჯომარეებს აირჩევს, არჩეული კანდიდატები კი საბოლოოდ, პოლიტიკურ საბჭოში მოხვდებიან.

"4 მაისიდან 9 მაისამდე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, რაიონული საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის მსურველებს ექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა, 63 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში ყველას ვისაც აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ადგილზე მართოს "ნაციონალური მოძრაობა" 4 და 9 მაისამდე და შაბათ-კვირასაც იმუშავებს "ნაციონალურ მოძრაობაში" კანცელარია, შეუძლია შემოიტანონ განაცხადები. 9 მაისიდან 14 მაისამდე კანდიდატებს შეეძლებათ ასევე ამომრჩევლებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია, როგორც ონლაინ ასევე კანდიდატებს შეუძლია ე.წ. სამაგიდო სია პარტიაში წარმოადგინონ ფიზიკურად. ამ წუთას მე შემიძლია წარმოგიდგინოთ კომისიის წევრების ნაწილი. ეს არის ლანა ღვინჯილია, ლაშა ტყეშელიაძე, გიგი გიგიტელაშვილი და ლაშა ფარულავა. კომისიის შემადგენლობა საბოლოოდ ანუ ბოლომდე დაკომპლექტებული არა რის მარტივი მიზეზით ჩვენ კიდევ ვტოვებთ შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეები ნებისმიერი ვისაც ექნება სურვილი წარმოადგინოს ინიციატივა" - ლევან ხაბეიშვილი.