გაუგებარია რაში სჭირდება ეს ტყუილები - სააკაშვილი ჩხაიძეს პასუხობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" მორიგ განცხადებას ავრცელებს - მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დაეცა, გონება დაკარგა და თავი რკინის დაარტყა. ~
მისი თქმით, კლინიკის დირექტორი ტყუის:
ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი"- წერს სააკაშვილი