"ოცნება" 26 მაისის ღონისძიებებში 2 მილიონზე მეტს დახარჯავს

04.05.23 17:18
"ოცნება" 26 მაისის ღონისძიებებში 2 მილიონზე მეტს დახარჯავს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთავრობა მილიონებს ხარჯავს - ცნობილია, რომ 26 მაისის ღონისძიებებისთვის  2 მილიონი ლარის ხარჯია გაწერილი. 

წელსაც ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, ყველა უწყება მომსახურების სანაცვლოდ ხელშეკრულებებს ისევ გამარტივებული წესით, ანუ  ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით აფორმებს.

"ევროპული საქართველოს"  წევრი, ბესო დონაძე კორუფციული გარიგებების საფრთხეზე  საუბრობს: 

 "ახლა არის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღისადმი აღნიშვნის ღონისძიება, რომელიც მათივე განმარტებით ასე მოულოდნელად მოვიდა, რადგან ითხოვენ გამარტივებულ შესყიდვებს, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო აღნიშნული ღონისძიებები დაგეგმილიყო რამდენიმე თით ადრე და გამოცხადებულიყო ტენდერი ყველა იმ მომსახურებაზე, არ მომსახურებაზეც დღეს მთავრობა ითხოვს გამარტივებულ შესყიდვებს. არის კორუფციული გარიგების საფრთხეები და ასევე ყველა ის მომსახურება, რომელიც შესყიდული იქნება ერთპირთა მოლაპარაკებით აძვირებს პროდუქციას, რადგან კონკურენტულ გარემოში აღნიშნული უფრო იაფად იქნება შესაძლებელი" - ამბობს ბესო დონაძე.