შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში - მელიას გუნდი ხაბეიშვილს სააკაშვილზე კონცენტრირებას ურჩევს
ლევან ხაბეიშვილის ახალი გადაწყვეტიილება, რომელიც ენმ-ში შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
ნიკა მალია და მისი მომხრეები პარტიის ახალ მენეჯმენტს ურჩევენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგშია, უმჯობესია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე კონცენტრირდნენ.
კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მოვიდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების დროშით, რეალურად, ამ ადამიანებისა მოტივაცია არის პარტიის მიტაცება. ჩვენ ძალიან კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ, რომ მოდით, სასამართლო მოდის, გადავდოთ ეს ყველაფერი და შემდგომ, როდესაც ეს ერთი საკითხი გადაწყდება, მერე ვიფიქროთ უკვე შიდა დემოკრატიაზე.
მაგრამ ისევ პარტიის დახლეჩა მიდის, ისევ დაპირისპირების ახალი კერის გაჩენა. არჩევნების დროა თუ პირიქით ერთიანობის დრო არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მოდის სტრასბურგში?!
როდესაც ვხედავთ, რომ პარტიის მენეჯმენტი წინ აყენებს სკამებს,ამ ყველაფერს ძალიან ადეკვატური პასუხები გაეცემა. ეს უკვალოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის. ყველამ კარაგად დაინახა, უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ჯგუფი მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია, ჩაიგდოს პარტია ხელში" - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
გიორგი კირთაძის თქმით, შიდა არჩევნები დაძაბულობის ახალ კერებს შექმნის:
"კიდევ დამატებით, დაძაბულობის კერების შექმნა ნაციონალურ მოძრაობაში არ ვიცი, რატომ არის გამართლებული მაშინ, როცა მითუმეტეს ჰქონდათ უკვე შეთავაზება გაკეთებული, რომ ამ ტიპის არჩევნები გადადებულიყო მანამდე სანამ ეს საკითხი არ იქნებოდა დადებითად გადაწყვეტილი" - აცხადებს გიორგი კირთაძე.
ნაციონალური მოძრაობა შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება - პარტიული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა რაიონში საარჩევნო პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.
პარტია რაიონული ორგანიზაციების თავმჯომარეებს აირჩევს, არჩეული კანდიდატები კი საბოლოოდ, პოლიტიკურ საბჭოში მოხვდებიან.