ხაბეიშვილი მელიას: მოწოდება არჩევნების პროცესის შეწყვეტისკენ, უცნაურია

04.05.23 18:00
ხაბეიშვილი მელიას:  მოწოდება არჩევნების პროცესის შეწყვეტისკენ, უცნაურია

რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას ენმ-ს თავმჯდომარემ უკვე უპასუხა. 

„ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტიდან, ვეღარ იმართება"- ამბობს ხებეიშვილი მელიას საპასუხოდ. 

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, პროცესი 20 მაისამდე დასრულდება და "პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული". მისივე განცხადებით, "არჩევნები პარტიას სჭირდება"

პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება მომავალშიც და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია. თქვენ, ჟურნალისტები 19 აპრილს იყავით, სადაც დავაანონსე არჩევნების გამოცხადების შესახებ და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ. ამიტომ, არათუ კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან მქონდა საუბარი, საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და ცხადია, ამ ორი კვირის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დონეზე იყო კონსულტაციები, მათ შორის პარტიის ყველა მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც მოვალეობას ასრულებს. შევხვდით, გავიარეთ კონკრეტული საკითხები და პარტიაში მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, ეს აღარ შეიცვლება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკე მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, უნდა შეწყდეს შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბარი.