წულუკიანის უწყება 26 მაისის კონცერტის მოსაწყობად ბაკურ ბაკურაძის კომპანიას 499 456 ლარს უხდის

04.05.23 18:00
წულუკიანის უწყება 26 მაისის კონცერტის მოსაწყობად ბაკურ ბაკურაძის კომპანიას 499 456 ლარს უხდის

წულუკიანის უწყება 26 მაისის კონცერტის მომზადებას ბაკურ ბაკურაძის კომპანიას უკვეთს - 

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებებისთვის 891 191 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

სამინისტრო (გამარტივებული შესყიდვით) სამ მომსახურებას ყიდულობს:

  • "ქ. თბილისში, გალაკონცერტის უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • ქ. თბილისის კონცერტის სატელევიზიო ეთერით უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცის მოსაწყობად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები".

ოფიციალური დოკუმენტებით, სამინისტრო შპს არტ ლაბორატორიას  499 456 ლარს უხდის, რომლის დირექტორიც ბაკურ ბაკურაძეა.